მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" მტკიცება, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის გარეშე, ქვეყანას შეუძლია ავტონომიურად “მოემზადოს” წევრობისთვის, სიცრუეა - რესან ქიქავა

რესან ქიქავა

საგამოფენო სივრცე "ექსპო ჯორჯიას" დირექტორი რესან ქიქავა აცხადებს, რომ "ოცნების" მტკიცება, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის გარეშე ქვეყანაში შეუძლია ავტონომიურად "მოემზადოს" წევრობისთვის, სიცრუეა - ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს, სადაც ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების 5-ეტაპიანი პროცესი აქვს აღწერილი.

"არც იურისტი ვარ, არც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი.

მიუხედავად ამისა, შემიძლია გავაკეთო მარტივი ანალიზი და გამოვიტანო შემდეგი დასკვნები.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 5 ეტაპისგან შედგება.

  1. წევრობის განაცხადი
  2. კანდიდატის სტატუსი
  3. გაწევრიანების მოლაპარაკებები, რომელიც მოიცავს:

სკრინინგის პროცესი: სკრინინგი წარმოადგენს ყოვლისმომცველ შეფასებას, სადაც შედარებულია კანდიდატის კანონები ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა პოლიტიკურ სფეროში, რომლებიც 35 თავად არის დაყოფილი.

თავების განხილვა: თითოეული თავი ცალ-ცალკე განიხილება, აქცენტი კეთდება კანდიდატის შესაძლებლობაზე, მიიღოს და განახორციელოს ევროკავშირის კანონები და სტანდარტები.საფეხურები: ევროკავშირი შეიძლება დააწესოს ღია და დახურული საფეხურები თითოეული თავისთვის, რაც მოითხოვს კონკრეტულ რეფორმებს, ან საკანონმდებლო ცვლილებებს პროცესის წინსვლისთვის.

4. მოლაპარაკებების დასრულება:

თავების დახურვა: როდესაც ყველა თავი წარმატებით განიხილება და საჭირო რეფორმები განხორციელდება, მოლაპარაკებები დასრულდება.გაწევრიანების ხელშეკრულება: მზადდება გაწევრიანების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წევრობის პირობებსა და გარდამავალ შეთანხმებებს.

5. რატიფიცირება და წევრობა

ჩვენ ვიმყოფებით მესამე ეტაპზე, რომელიც, როგორც ვხედავთ, მოიცავს პროცესში მხარეების აქტიურ ჩართულობას.

ამიტომ, “ქართული ოცნების” მტკიცება, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობის გარეშე, ქვეყანას შეუძლია ავტონომიურად “მოემზადოს” წევრობისთვის, არის სიცრუე.

ასევე, ოცნების მტკიცება, რომ “გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია”, ტექნიკურად სწორია, რადგან პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, მაგრამ შინაარსობრივად თვალთმაქცობაა, რადგან პროცესი ოცნების ქმედებებიდან გამომდინარე შეჩერდა. შესაბამისად, კობახიძის განცხადება, რომ "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს", არის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაერთიანების პროცესის მესამე ეტაპზე გაყინვა", - წერს რესან ქიქავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები