იმ ფონზე, როდესაც მთავრობა ოპტიმიზმს ინარჩუნებს და არ გამორიცხავს, რომ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9%-ს გადააჭარბოს, ანალიტიკური ორგანიზაციების და ბიზნესის ნაწილის მოლოდინები, კვლავ ნეგატიურია. მაგალითად, PMC კვლევითი ცენტრის მოლოდინით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, საბაზო სცენარით, წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, 2-3%-ით გაიზარდოს. ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვიხილეთ საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის პროგნოზებიც, რომლის თანახმადაც 2025 წელს საქართველოში ნულოვანი ეკონომიკური ზრდა ან 2%-იანი რეცესიაა მოსალოდნელი, რაც თავის მხრივ, "ქართული ოცნების" იზოლაციის პოლიტიკასა და მზარდ საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება. როგორია მიმდინარე წელთან დაკავშირებით ბიზნესის მოლოდინები და როგორი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო წელი?
სტუმარი: ლევან ყარალაშვილი - “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი