მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების" პარლამენტმა "MEGOBARI აქტზე" პასუხად სპეციალური განცხადება მიიღო

პარლამენტი

ერთპარტიულმა პარლამენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ "MEGOBARI აქტზე" საპასუხოდ განცხადება ერთხმად, 87 ხმით დაამტკიცა 1 დღეში დააინიცირა და დაამტკიცა.

დოკუმენტში, რომელიც პარლამენტმა მიიღო, "MEGOBARI აქტი" შეფასებულია როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების — მათ შორის, პარლამენტის — მიმართ „უაღრესად მტრული აქტი“.

განცხადების ტექსტში ვკითხულობთ, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი ეყრდნობა სამ "ცრუ ბრალდებას", რომელთა მიხედვითაც:

  • საქართველოში დემოკრატიის მიმართულებით უკუსვლაა;
  • ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ბლოკავს;
  • საქართველო აყალიბებს არასათანადო კავშირებს რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებთან.

პარლამენტის განცხადებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ე.წ. Deep State-ზე საუბარს.

კონგრესის „დასუსტების“ იმედი

განცხადებაში საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ „აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია“ შეძლებს Deep State-ის „დასუსტებას“, რაც, მათი თქმით, კონგრესს “ძველ დიდებასა და სახელს დაუბრუნებს”.

„უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან 6 მტრული რეზოლუცია მიიღო. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი,“ — წერია დოკუმენტში.

განცხადების მიხედვით, აშშ-ის კონგრესისა და ევროპარლამენტის მიდგომები საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს — „დიპ სტეიტმა ვერ აპატია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა მათი მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნაზე“.

"ოცნების" პარლამენტი თანამშრომლობის მზადყოფნაზე საუბრობს

მიუხედავად მკაცრი შეფასებებისა, პარლამენტის მიერ მიღებულ ტექსტში წერია, რომ საქართველო მზადაა ითანამშრომლოს აშშ-ის კონგრესთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას“ უზრუნველყოფს.

რა წერია „MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ "ოცნების" მომზადებულ სპეციალურ განცხადებაში? - ტექსტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები