მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნების ქალაქში" სახლი ჩამოინგრა - დაშავდა ერთი პირი

ბათუმი

"ოცნების ქალაქში" სახლი ჩამოინგრა. აჭარის "ქართული ოცნების" მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, დაშავდა ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თუმცა, bm.ge-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, რომ დაშავებული არავინაა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, მობინადრეებს ქირის თანხას მერია გადაუხდის, საცხოვრებელი კი თავად უნდა მოიძიონ, თუმცა გადაყვანას არ თანხმდება რამდენიმე ოჯახი.

bm.ge განახლებულ ინფორმაციას სიტუაციის ცვლილების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, 15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

"ოცნების ქალაქის" მობინადრეები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას 2012 წლიდან ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები