აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მჩაგვრელი ტაქტიკა ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს.
"მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას მიმართ. ეს არის "ქართული ოცნების" რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს",- დაწერა მილერმა X-ზე.
We strongly condemn the violence against peaceful Georgian citizens, protesters, journalists, and opposition figures, including former Georgian Prime Minister Gakharia. This is another example of Georgian Dream’s oppressive tactics, which will leave the country isolated.
— Matthew Miller (@StateDeptSpox) January 16, 2025

























