სარეკლამო კომპანია OUTDOOR.GE-ის ხელმძღვანელი კონსტანტინე ჭავჭანიძე აცხადებს, რომ გარე სარეკლამო კომპანიების შემოსავლების 30-35% თამბაქოს ბიზნესიდან დაკვეთებზე მოდის. როგორც კონსტანტინე ჭავჭანიძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, თუ თამბაქოს რეკლამირება აიკრძალება, მათ თანამშრომლების შემცირება მოუწევთ, რადგან კომპანია შემოსავლების საკმაოდ დიდ ნაწილს დაკარგავს.
"გარე სარეკლამო ბიზნესის 35%-ის დატვირთვა მოდის სწორედ თამბაქოს კომპანიებიდან. თუკი აიკრძალება სიგარეტის რეკლამირება ჩვენს ბილბორდებზე, ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩვენი ბიზნესისთვის. აქედან გამომდინარე უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდებით.
ამ აკრძალვების შემთხვევაში ალბათ შემცირებებზეც წავა საუბარი. ჩვენი კომპანია ამხელა სტაფს ვერ გაუძლებს, ალათ ხელფასების კლებაც მოგვიწევს. არასასიამოვნო პროცესი იქნება ჩვენთვის და სხვა სარეკლამო კომპანიისთვის",- აცხადებს კონსტანტინე ჭავჭანიძე.
OUTDOOR.GE-ის ხელმძღვანელს არ ეგულება სექტორი, რომელიც შეძლებს და თამბაქოს სარეკლამო დაკვეთებს ჩაანაცვლებს.

























