იდეა რომელზე მუშაობაც 3-მა მეგობარმა ერთი წლის წინ დაიწყო, მომხმარებლისთვის ავიაბილეთის შესაძენად საუკეთესო შეთავაზების პოვნას ემსახურება.
იდეის მიზანია, Outswift-ის მომხმარებლემა ე.წ “last minute tickets” ( ანუ ფრენის შესულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ) არსებული ბილეთების შესახებ მიიღონ ინფორმაცია და სასურველ მიმართულებაზე ბილეთი დაბალ ფასად შეიძინონ.
სტარტაპის შემქმნელებს მოლაპარაკებები Atlantic global Airways-თან და Georgia Airways-თან აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე შესაძლო თანამშრომლობისთვის საქმიანი ურთიერთობა “დაპაუზებულია”. “ ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. გვჭირდება 15-20 ათასი დოლარის ინვესტიცია იმისთვის, რომ სტარტაპის სისტემური უზრუნველყოფა მოვახდინოთ. პროექტს ჯერ არ აქვს ონლაინ აპლიკაცია და კომპანიებთან მოლაპარაკებებიც ამიტომ დაპაუზებულია. ჯერ ისევ A სტადიაზე ვართ.” - ამბობს შალვა ელიშაკოვი, outswift -ის თანადამფუძნებელი
მისი განცხადებით რამდენიმე მცდელობა უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად უშედეგოდ დასრულდა თუმცა საერთაშორისო ფორუმებზე შეთავაზებები გაგზავნილია და არაფერი გამოირიცხება.
“მზად ვართ ნებისმიერი დახმარების მისაღებად. ფორუმებზე გაგზავნილი წინადადებებიდან შეიძლება სრული არა, მაგრამ ნაწილობრივი დაფინანსება მივიღოთ. ჩვენთვის ყველა ტიპის დახმარება მნიშვნელოვანია, არაა აუცილებელი ეს იყოს ფულადი ინვესტიცია. თუ იქნება შესაძლებლობა რომ სისტემის აწყობაში რომელიმე პროგრამისტი დაგვეხმაროს ჩვენ მის თანამონაწილეობას, როგორც აღმასრულებელი დირექტორისას ისე განვიხილავთ” - განაცხადა შალვა ელიშაკოვმა bm.ge-სთან.

























