მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

O’zapft is! - ''ოქტობერფესტის'' ეკონომიკური ეფექტი ბავარიისთვის

5d88d1e7d92b1
მიხეილ ხაჩიძე
24.09.19 01:00
2062
მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ფესტივალი - ''ოქტობერფესტი'' შაბათს დაიწყო. სამხრეთ გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში ზეიმი ორ კვირას გასტანს. წინასწარი გათვლებით, წლევანდელი დღესასწაული მასშტაბური და გრანდიოზული იქნება, მიუნხენში 7 დან 8 მილიონამდე ვიზიტორის ჩასვლას პროგნოზირებენ. გასულ წელს კი, ზეიმზე 6 მილიონი ტურისტი იმყოფებოდა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 1 მილიონით მეტია.







"ოქტობერფესტი" გერმანული ეკონომიკის ერთგვარ ტურბოდ მიიჩნევა. სადღესასწაულო ბიზნესი ბიუჯეტს  მილიარდობით ევროთი ავსებს. საშუალოდ ბავარია "ოქტობერფესტისგან" რამდენიმე ასობით მილიარდს გამოიმუშავებს. 2018 წელს  364 მილიონი ევროს ლუდი და ბრეცელი ჰაიყიდა, ხოლო შოპინგისა და ტრანსპორტით გადაადგილებისთვის უცხოელებმა 255 მილიარდი ევრო დატოვეს, ღამის გათევაში კი, 450 მილიონი დახარჯეს. ამ ორკვირიანი დღესასწაულისთვის დამატებით 12 000 სამუშაო ადგილი იქმნება.

186-ე ფესტივალიდან გაცილებით დიდ მოგებას ვარაუდობენ.

 






 

ბავარიის ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაულის დაწყებას ბავარიის პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ლუდის პირველი კასრი მიუნხენის მერმა გახსნა, პირველი კათხის დაგემოვნების შესაძლებლობა  კი, პრემიერს ჰქონდა. 






წლევანდელი ზეიმის ფარგლებში, ცვლილებებია ფასებზე. ლუდის ღირებულება წინა წელთან შედარებით 30 ცენტით არის გაზრდილი - 1-ლიტრიანი კათხის ფასი საშუალოდ 12 ევრომდეა. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც. "ოქტობერფესტზე" წესრიგს 600-მდე პოლიციელი და კერძო კომპანიების ასობით თანამშრომელი დაიცავს.






"ოქტობერფესტის" ისტორია 1810 წლიდან წყება. მაშინ ღონისძიება პრინც ლუდვიგისა და პრინცესა ტერეზას წორწილის დღესთან დაკავშირებით გაიმართა და ამის შემდეგ ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება. გასული საუკუნის 20-იან წლებში ფესტივალი ომების, ქოლერის, ეპიდემიებისა და ჰიპერინფლაცის გამო რამდენჯერმე გაუქმდა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები