მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოზთურქის "მეტრო ჰოლდინგი" განცხადებას ავრცელებს

629655aee85f4
თამთა ჯიჯავაძე
31.05.22 21:50
10090
თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის კომპანია "მეტრო ჰოლდინგი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით "მეტრო ჰოლდინგის" დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ.

"მეტრო ჰოლდინგის" მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს გულშემატკივარს შეინარჩუნონ სიმშვიდე. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბათუმში თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანიაში შევიდა, თუმცა უწყებას ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოზთურქი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო “ეიფორია”, “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები