მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოზურგეთის, ქუთაისის, სენაკის და წყალტუბოს ნაწილს წყალი არ მიეწოდება - წყალმომარაგების კომპანია

წყალმომარაგების კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სატუმბ სადგურებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდულია ოზურგეთში, ქუთაისში, სენაკსა და წყალტუბოში ზოგიერთ მისამართზე.

"გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია სატუმბ სადგურებზე, რის შედეგადაც წყალმომარაგება შეზღუდულია შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. ოზურგეთი – N1 სატუმბი სადგური;
  • ქ. ქუთაისი – ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობა;
  • ქ. სენაკი – ნოსირის სატუმბი სადგური;
  • ქ. წყალტუბო - მიწაწითელას სათავე ნაგებობა.

წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო და შესაბამისი ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://water.gov.ge/page/full/107

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 00 00

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!",- აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები