მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ენერგეტიკის სივრცე მოეწყო

ოზურგეთი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე ენერგეტიკის სივრცე ფუნქციონირებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.

მოედანზე დამონტაჟებულია ენერგეტიკული რუკა, სადაც ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი ელექტროსადგური, ელექტროგადამცემი ხაზი, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები. დამთვალიერებლებს შეუძლიათ ადგილზე მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების შესახებ.

სპეციალურად ბავშვებისთვის მოედანზე მოქმედებს შემეცნებითი კუთხე, სადაც განთავსებულია ქარისა და მზის ელექტროსადგურების მაკეტები.

მოედანზე მოქმედებს საბავშვო გასართობი ზონა, იმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე მიმდინარეობს კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები. დღის ბოლოს დაგეგმილია ფეიერვერკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები