ოზურგეთში ყაზახეთის საკონსულო გაიხსნება, - შესაბამისი უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განკარგულებით უკვე გასცა.
დოკუმენტის მიხედვით, საკონსულო საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის მეთაურობით გაიხსნება.
აქამდე, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო და საკონსულო განყოფილება დედაქალაქში, ლვოვის ქუჩაზე, 77 ნომერში ფუნქციონირებდა. ასევე, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო მდებარეობს ბათუმსა და რუსთავში. მიმდინარე წლის მაისში კი, საპატიო კონსულის მეთაურობით საკონსულოს გახსნაზე უფლება გაიცა თელავშიც.