მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა ღაძაძე "თიბისი ბანკს" ტოვებს

5c0a26c32a81b
BM.GE
07.12.18 11:48
5276
პაატა ღაძაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს, თუმცა ჯგუფის წევრად რჩება.

ამის შესახებ GBC წერს.

TBC Bank Group -ის ცნობით, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პოსტს 2019 წლის 1 იანვრიდან დატოვებს.

ის საქმიანობას დაზღვევის მიმართულებით აგრძელებს და „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

პაატა ღაძაძე „თიბისი ბანკს“ 1994 წლიდან შეუერთდა. 1998 წლიდან კი, გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

"ზრდის სწრაფი ტემპის და თიბისი დაზღვევის ამბიციური გეგმების გათვალისწინებით, ამ ბიზნესში პაატა ღაძაძის სრული ჩართულობა გარდაუვალი გახდა“, - აცხადებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ბრენდი "თიბისი დაზღვევა" ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა. თიბისიმ 2016 წლის შემოდგომაზე 1.4 მლნ დოლარად სადაზღვევო კომპანია "კოპენბური" შეიძინა.

2018 წლის 9 თვის მონაცემებით "თიბისი დაზღვევას" 44.59 მილიონის პორტფელი აქვს და ბაზარზე მე-4 ადგილზეა. ავტოდაზღვევაში კომპანიას 15.5 მლნ ლარის პრემია აქვს და ბაზრის 24%-იან წლის იკავებს. სიცოცხლის დაზღვევაში მისი წილი 50%-ია (13.7 მლნ)

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები