მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა გურასპაულმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატისთვის თბილისის ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქციაზე ისაუბრა

5e025c8470539
BM.GE
24.12.19 23:10
832
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატისთვის თბილისის ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქციაზე ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა, ამ დროიდან მოყოლებული განიხილებოდა 2 ვარიანტი ევრობასკეტის მატჩების ჩასატარებლად. ერთი - ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა და მეორე - არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლება, საქართველოს მთავრობასა და FIBA-სთან დავიწყეთ განხილვა იმის თაობაზე, თუ რომელი ვარიანტი იქნებოდა ერთი მხრივ ქვეყნისთვის მომგებიანი, ხოლო მეორე მხრივ ევროპის საკალათბურთო სამყაროსთვის მისაღები.

პროცესის შედეგად გადაწყდა, რომ ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლებს თბილისის ოლიმპიური სასახლე, რომელსაც ჩაუტარდება რეკონსტრუქცია და დარბაზის ტევადობა გაიზრდება 10 500-მდე. შედეგად, სახელმწიფო დაზოგავს მნიშვნელოვან ხარჯებს, ხოლო სპორტულ ინფრასტრუქტურას შეემატება საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლე.

პროექტი შეთანხმებულია კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან. რეკონსტრუქციის შემდეგ, სასახლე დააკმაყოფილებს FIBA-ს ყველა სტანდარტს და სრულ მზადყოფნაში იქნება ევროპირველობის სამასპინძლოდ.

კალათბურთს ფედერაციას სახელმწიფოსგან აქვს სრული მხარდაჭერა და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს 2021 წლის ევრობასკეტს“, - განაცხადა პაატა გურასპაულმა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები