მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაატა სალიას იუსტიციის მინისტრად დანიშვნის ბრძანება კობახიძემ უკვე გამოსცა

პაატა სალია

პაატა სალიას იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრძანება უკვე გამოსცა. კიდევ ერთი ბრძანებით კი, "ოცნების" პრემიერმა იუსტიციის მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე და მოადგილეები - ირაკლი ბერაია, ლევან ხარანაული, ბექა ძამაშვილი და გიორგი დგებუაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვინ ჩაანაცვლებს მათ პაატა სალიას მინისტრობის პერიოდში, ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ სალიას იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შესახებ "ოცნების" პრემიერმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა. სალია ანრი ოხანაშვილს ანაცვლებს. თავის მხრივ ოხანაშვილი სუს-ის უფროსად გადაიყვანეს.

ცნობისთვის, პაატა სალია ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და "ქართული ოცნების" სიის 96-ე ნომერია.

რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები