გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს EURO-2024-ზე პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლა მიულოცა, რასაც PACE-ის პრეზიდენტი – თეოდოროს რუსოპულოსიც დაეთანხმა და დაამატა, რომ "სამართლიანი თამაში" მომავალ არჩევნებზეც უნდა იყოს. ქეთევან თურაზაშვილი მათ შორის იყო, ვინც პასე–ს დებატებში მონაწილეობა მიიღო.
სტუმარი: ქეთევან თურაზაშვილი - დეპუტატი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად