მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაციენტებისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა ხშირად ინფიცირებულ ექიმებს უწევთ - "PSP დაზღვევა"

61fa95666c5a1
ანუკა ჯოხაძე
02.02.22 20:39
858
ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდასთან ერთად ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალშიც იზრდება, რაც პაციენტებთან დროულად დაკავშირებას და მათ ზარებზე სწრაფ რეაგირებას აფერხებს.

"PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მათი კომპანიის დაკონტრაქტებული 130 ოჯახის ექიმიდან 35% ინფიცირებულია. მისი თქმით, რესურსის არარსებობის გამო, ონლაინ კონსულტაციის გაწევა პაციენტებისთვის ხშირად ინფიცირებულ ექიმებს უწევთ.

“ქოლ-ცენტრში თუ აქამდე ჩვეულებრივ 1000-1300 ზარი შემოდიოდა 24 საათის განმავლობაში, ეს რაოდენობა არარაციონალურად გაზრდილია და 24 საათში 6000 ზარზე რეაგირება გვიწევს. მომართვიანობა ძალიან გაზრდილია. 130 ოჯახის ექიმი გვყავს, რომელთა რაოდენობასაც პერიოდულად ვზრდით. მათი ინფიცირების მაჩვენებელი 35%-ია. მაგალითად, ოჯახის ექიმს მიემაგრა კონკრეტული რაოდენობა კოვიდ ინფიცირებული პაციენტი. თუ ამ ექიმს უდასტურდება ინფექცია, მისი პაციენტები გადადიან სხვა ოჯახის ექიმთან, რომლის რესურსიც კიდევ უფრო მეტად იტვირთება. ჯაჭვური რეაქციაა, რომელთან გამკლავებაც სულ უფრო რთულია", - აცხადებს "PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები