მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაკისტანი გაცნობის ხუთ საიტს კრძალავს, მათ შორისაა Tinder-ი

5f4f820f14afd
ნათია თაქთაქიშვილი
02.09.20 23:10
888
პაკისტანმა გადაწყვეტილება მიიღო გაცნობის ხუთი საიტის აკრძალვასთან დაკავშირებით, მათ შორისაა Tinder-ი და Grindr-ი. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული გაცნობის საიტების გარდა, ასევე აიკრძალება Tagged-ი, Skout-ი და SayHi. მიზეზად ამ საიტებით „ამორალურ შინაარსის მქონე კონტენტის“ გავრცელება სახელდება.

Tinder-ი მსოფლიოში პოპულარული გაცნობის აპლიკაციაა, რომლის მფლობელიც Match Group-ია, ხოლო Tagged-ი და Skout-ი კი Meet Group-ს ეკუთვნის.

Grindr-ი ლგბტ ადამიანებისთვის განკუთვნილი აპლიკაციაა.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, Tinder-ი პაკისტანში დაახლოებით 440 ათასჯერ ჩამოტვირთეს, Grindr-ი, Tagged-ი და SayHi, თითოეული საშუალოდ, 300 000-ჯერაა ჩამოტვირთული, რაც შეეხება Skout-ს - ეს აპლიკაცია 100 000-ჯერ ჩამოტვირთეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები