მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაკისტანში წყალდიდობას 337 ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობა
BM. GE
18.08.25 12:58
268

ჩრდილოდასავლეთ პაკისტანი მუსონური წვიმებით გამოწვეულ სტიქიურ უბედურებას ებრძვის. ბუნერის ოლქში ჩამოწოლილმა არაერთმა მეწყერმა და წყალდიდობებმა 337 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა.

ქვეყანა განსაკუთრებულად ქადარ ნაგარში მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა. წყალდიდობამ ერთი ოჯახის 24 წევრი შეიწირა. ხელისუფლებამ ოლქში არაერთი სამაშველო ჯგუფი გაგზავნა. გზების დიდი ნაწილი უკვე გაწმენდილია და აღდგა მოძრაობაც. სტიქიით დაზარალებულებისთვის გაიშალა კარვები. საკვებსა და სასმელ წყალს მათ მუდმივად აწვდიან. აღსანიშნავია, რომ მთავრობა სარისკო დაავადებების გავრცელების საფრთხეზე საუბრობს და მის აღკვეთას ცდილობს.

პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვითარება პირად კონტროლზე აიყვანა. კომპენსაციის სახით, გარდაცვლილთა ოჯახები თითო დაღუპულისთვის 2 მილიონ რუპიას, ანუ $7,200 დოლარს მიიღებენ.

პაკისტანის საგანგებო ვითარებათა სააგენტო აცხადებს, რომ მუსონური წვიმები 19 აგვისტომდე გაგრძელდება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, გვიანი ივნისიდან დღემდე სტიქიურ უბედურებას 600 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები