პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Palantir Technologies Inc.-მა (PLTR) 2023 წლის მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალი $558,16 მილიონია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,8%-ით მეტია.
კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე $0.07 შეადგინა, ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში $0.01 იყო.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე კარპის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალის შედეგები კომპანიის 20-წლიან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგება იყო.
"ეს მოგება განპირობებულია ჩვენი ინტენსიური ფოკუსირებით ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე (AIP), სწორედ ამან მოგვიტანა დიდი მოგება. გასულ კვარტალში ჩვენ თითქმის გავასამმაგეთ AIP-ის მომხმარებელთა რაოდენობა და გაშვების დღიდან სულ რაღაც ხუთ თვეში, ჩვენი ხელოვნური ინტელექტი თითქმის 300-მა განსხვავებულმა ორგანიზაციამ გამოიყენა", - დასძინა მან.
ამასთან, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ მესამე კვარტალში რამდენიმე ახალი კონტრაქტი გააფორმა, Palantir-ის მომხმარებელთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 34%-ით გაიზარდა, ხოლო აშშ-ს კომერციული კლიენტები 2023 წლის მესამე კვარტალში - 37%-ით, 181 მომხმარებლამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Palantir-მა თავისი შემოსავლების მთლიანი ინდიკატორი $2,216-იდან $2,22 მილიარდამდე გაზარდა, ეს რიცხვი მეორე კვარტალის მონაცემებით $2,212 მილიარდი იყო.



























