მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პანამაში იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca დამფუძნებლები დააკავეს

589da75699ef0
BM.GE
10.02.17 15:38
1552
პანამაში იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca დამფუძნებლები პანამაში დააკავეს - წერს Sueddeutsche Zeitung.

გამოძიების მიხედვით, მეწარმეები ბრაზილიის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ნავთობმომპოვებელ კომპანიასთან Petrobras დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალში იყვნენ ჩართულები.

გამოძიებამ Petrobras-ის საქმის ფარგლებში არაერთი პოლიტიკოსი, აღმასრულებელი დირექტორი და მილიარდერი დააკავა. საქმის წარმოება ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ 2014 წელს დაიწყო და პოლიციამ ისეთი პირები დააკავა, როგორებიც იყვნენ დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელი, ედუარდო კუნია; ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად სენატორი, ფერნანდო კოლორ დე მელო და სხვები.

მოსაკ ფონსეცა ოფშორულ კომპანიებში დასარეგისტრირებელად იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის აპრილში ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა, რომლის ბაზაც ვაშინგტონშია, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიების Panama Papers-ის მასალები გაავრცელა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ან ყოფილი მეთაურის ქონებას ეხება. ჟურნალისტური გამოძიებამ 11.5 მილიონი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებშიც ჩანს, როგორ და რა მიზნით იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და გავლენიანი ადამიანები ოფშორულ ზონებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები