მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Panasonic აშშ-ში "ჭკვიან ქალაქს" ააშენებს

5a5e02eabc624
BM.GE
16.01.18 18:40
1148
ელექტრონიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი იაპონური კორპორაცია Panasonic ბოლო წლებში მაღალტექნოლოგიური ურბანული დიზაინის კუთხითაც აქტიურად ვითარდება. აღნიშნულ სფეროში მისი ყველაზე დიდი პროქტი CityNow ამერიკის შეერთებულ შტატებში "ჭკვიანი ქალაქის" მშენებლობაა, რომელიც 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს.

Business Insider-ის ინფორმაციით, Panasonic-ის პროექტი კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს განხორციელდება. ამჟამად 162 ჰექტარი ფართის მიწის ნაკვეთზე უფასო Wi-Fi-ისა და გარე დიოდური (LED) განათებისთვის მოწყობილობები, ჰაერის ხარისხის საზომი სენსორები, მზის პანელები და უსაფრთხოების კამერები უკვე განთავსებულია. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, რაიონში ელექტროენერგია 72 საათის განმავლობაში ავტონომიურ რეჟიმში იქნება.

"ჭკვიანი ქალაქის" ფუნქციონირებაში მნიშვნელოვან როლს უპილოტო ტრანსპორტი შეასრულებს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე უპილოტო ავტობუსი ტესტირებას გაივლის. მომავალში მაგისტრალის 24 კილომეტრიან მონაკვეთზე მაღალტექნოლოგიური სისტემა Road X განლაგდება, რომელიც უპილოტო ავტომობილებთან მონაცემების გაცვლას მოახდენს, მაგალითად, მგზავრობის ოპტიმალური მარშრუტს უკარნახებს და ა.შ. პროექტის ეს ნაწილი, რომლის ღირებულებაც 72 მილიონი აშშ დოლარია, აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტთან ერთად არის შემუშავებული.

Business Insider-ის ცნობით ეს პროგრამა CityNow-ის აშშ-ში პირველი მცდელობაა, თუმცა 2015 წელს Panasonic-მა ტოკიოს დასავლეთით ფუჯისავაში "მდგრადი ჭკვიანი ქალაქის" მშენებლობა წარმატებით დაასრულა. ყველა საცხოვრებელში შექმნილია უმაღლესი კომფორტი, რომელიც ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვის ხარჯზეა მიღწეული. ეს მომავლის ქალაქია, სადაც მზის კულტია: მზის ენერგია, მზის არქიტექტურა, მზის პანელები, მზის კოლექტორები, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილები, ენერგოეფექტური შენობები და ა.შ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები