იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Panasonic-მა ავტომობილების ელექტრონული სისტემებისა და ინტერიერის დიზაინის წარმოების ბიზნესის წილის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცნობილია, Panasonic-ის ამ მიმართულების შეძენით საინვესტიციო ჰოლდინგი Apollo Global Management-ია დაინტერესებული, რომელმაც უკვე მოაწერა მემორანდუმს ხელი. გარიგების მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია.
Panasonic-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ავტომობილების ელექტრონული სისტემების მიმართულებით კომპანია განვითარებას არ წყვეტს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელის რესტრუქტურიზაცია და პრიორიტეტების გადალაგება იყო საჭირო, რათა კომპანიას არსებულ გამოწვევებთან შესძლებოდა გამკლავება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Panasonic-ი ელექტრომობილების ბატარეების უმსხვილესი მწარმოებელია და ის Tesla-ს მომარაგებას უზრუნველყოფს.