დახურული კინოდარბაზები, გადადებული კინოჩვენებები, გაუქმებული პრემიერები, დაჯილდოვებები და შეწყვეტილი კინოცხოვრება გადასაღებ მოედანზე - მართლა შეწყვეტილ კინოს დაემსგავსა კორონავირუსის გავლენით კინოინდუსტრია 2020 წელს. წარმოდგენაშიც ნამდვილად უხალისოა კადრი მიტოვებული გადასაღები მოედნიდან თუმცა ემოციებს მიღმა რეალობა ამ ინდუსტრიას ძალიან დიდი მოცულობის ფინანსურ ზარალად დაუდგა. მილიარდობით არის შემცირებული კინოთეათრების შემოსავლები და ამავე დროს სულ უფრო პოპულარული ხდება სტრიმინგ სერვისი.
სტუმარი: დავით ვაშაძე - "ეროვნული კინოცენტრი", საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სტუმარი: დავით ვაშაძე - "ეროვნული კინოცენტრი", საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი