მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიამ აშშ-ში „ვირუკელას“ მაღაზიის გახსნა შეაფერხა

5fbd09fee6813
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.20 09:45
801
2019 წელს თემურ ლომიძემ და მისმა ამერიკელმა პარტნიორმა „ვირუკელას“ ბრენდის ქვეშ აშშ-ში 10 000 დოლარის ღირებულების ვირის რძით დამზადებული კოსმეტიკური პროდუქცია ექსპორტზე გაიტანეს, თუმცა მათი გეგმები, რომელიც საექსპორტო ბაზრების გაფართოებას და აშშ-ში მაღაზიის გახსნას მოიცავდა, პანდემიამ შეაფერხა.

ვირების ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელი თემურ ლომიძე ამბობს, რომ, რომ არა პანდემია, მხოლოდ აშშ-ის მიმართულებით ექსპორტი წელს მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.

„აშშ-ში პროდუქციის გატანის შემდეგ ნიუ-იორკში მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ, თუმცა პანდემიამ შეგვაფერხა. უნდა აღვნიშნო, რომ ონლაინ-გაყიდვები პანდემიის პერიოდში გააქტიურდა, თუმცა მაღაზიის გახსნას მაინც ვგეგმავთ. გასულ წელს ჯამში, 10 000 დოლარის ღირებულების ვირის რძისგან დამზადებული საპნები, სახის საცხები და ტუჩსაცხები გავიტანეთ. ისეთი მოწონება და შეფასებები იყო ჩვენს პროდუქტზე, რომ ვფიქრობდით, აშშ-ში წელს ექსპორტი მინიმუმ 50 000 დოლარს მიაღწევდა; რომ არა პანდემია ჩვენი ექსპორტი ალბათ გაათმაგდებოდა კიდეც”, - განაცხადა თემურ ლომიძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიის გავრცელებამდე დაინტერესება აშშ-ის გარდა, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და საბერძნეთიდან წამოვიდა. ამ მიმართულებით სატესტო პარტიებიც გაიგზავნა, თუმცა ეპიდ-აფეთქების გამო, ეს მიმართულებები შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ „სახე-დარმა“ 2 თვეა, რაც ვირის რძის ფხვნილის წარმოება დაიწყო და სატესტო პარტია უკვე ექსპორტზეც გაიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები