მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პანდემიამ ფინანსურად ძალიან დაგვაზარალა“ - Aqua Centre & Fitness-ის მოლოდინები

5f3fbf594df58
ვიქტორია მღებრიშვილი
21.08.20 17:20
684
“პანდემიამ, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესი, ფინანსურად ძალიან დაგვაზარალა“ - ამის შესახებ BM.GE-ის სპორტული კომპლექსის Aqua Centre & Fitness-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ სარალიძემ განუცხადა.

კომპანიის წარმომადგენელი იმ მდგობარეობას განმარტავს, რომელიც კომპანიაში პანდემიის პერიოდში შეიქმნა და აღნიშნავს რომ მათთვის წლის ყველაზე აქტიური და შემოსავლიანი პერიოდი ჩავარდა.

„ჩვენი სფეროსთვის ყველაზე ცუდი პერიოდი არის დეკემბერი და იანვარი, როდესაც ისედაც ვირუსების პერიოდია და დატვირთა არაა დიდი, ამიტომ ამ პერიოდში ძალიან დიდი ხარჯი გვქონდა, თანამშრომლების ხელფასებსაც ძლივს ვისტუმრებდით.

ეს ყველაფერი გადავლახეთ... მარტიდან ივნისის ჩათვლით კომპანიისთვი საუკეთესო პერიოდია შემოსავლების მიღების კუთხით, თუმცა ეს პერიოდი პანდემიის გამო დავკარგეთ. შემდეგ არის სექტემბერი და ოქტომბერი და ნოემბრიდან კვლავ დაბალი აქტივბის პერიოდი გვეწყება. აგვისტო ჩვენთვის უმოქმედობის პერიოდია იმიტომ რომ ვიკეტებით ხოლმე.
კომპანია მთელი წლის განმავლობაში რეალურად მარტი, აპრილი, მაისი, ივნისის შემოსავლების ხარჯზე ფუნქციონირებს ხოლმე. შესაბამისად ფინანსურად ძალიან დავზარალდით“, - ამბობს მარიამ სარალიძე.

მისი ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელმა ამ რთულ პერიოდში თანამშრომელთა მიმართ არსებული სოციალური პასუხისმგებლობიდამ გამომდინარე მათი ხელფასები პირადი ფინანსური რესურსით დაფარა.

„ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპლექსი ვიყავით, რომელიც დაიკეტა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. შესაბამისად ბევრი გასასტუმრებელი ხარჯი დაგვრჩა რაც კომპანიის დამფუძნებელმა პირადი ანგარიშებიდან გაისტუმრა. კომპანიის სოციალური პასუხიმგებლობიდან გამომდინარე უმოქმედობის პერიოდში კომპანიამ თანამშრომლებს ერთი თვის ხელფასები გადაუხადა და ახლაც მხოლოდ იმაზე ვართ ორინეტირებული რომ ცენტრმა თავი შეინახო და შენარჩუნებული თანამშრომლები არ დავკარგოთ“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

მარიამ სარალიძე ამბობს რომ არასტაბილური მდგომარეობის გამო კომპანიაში უჭირთ რაიმე პროგნოზის გაკეთება როგორ დაასრულებენ წელს.

„იმის გათვალისწინებით რომ მომხმარებლის ქცევაც ძალიან შეცვლილია არ ვიცით წელს როგორ დავასრულებთ. რასაც ახლა ვაკვირდებით მომხმარებელთა აქტივობა გამოხმაურებების მიხევით სექტემბრიდან უნდა გაიზარდოს, ამიტომ ვფიქრობთ რომ სექტემბერ-ოქტომბერი იქნება კარგი. ამასთან, ვშიშობთ რომ პანდემიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში იგივე შეზღუდვები რომ დაწესდეს მართლა მძიმე იქნება ჩვენთვის ამის გადატანა“, - უთხრა BM.GE-ის Aqua Centre & Fitness-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები