მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის ფონზე იახტებზე მოთხოვნა გაიზარდა - BBC

60a51ac723225
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.21 00:20
535
2021 წლის მონაცემებით, მოსახლეობის მდიდარმა ფენამ იახტების შესაძენად 1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი უკვე დახარჯა, მიზეზი კი კოვიდ-ლოქდაუნები და მოგზაურობაზე დაწესებული აკრძალვებია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გლობალური ორგანიზაცია Oxfam-ი აცხადებს, რომ ასეთი რაოდენობის თანხა კოვიდ-ვაქცინებზე რომ დახარჯულიყო, ნეპალის მოსახლეობის სრულად ვაქცინირება იქნებოდა შესაძლებელი.

კომპანია Boat International-ი აცხადებს, რომ იახტებზე მოთხოვნა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო და ანალოგიური წარმატებით მიმდინარე წელსაც გაგრძელდა.

BBC-ი წერს, რომ 1,8 მეტრის სიგრძის იახტების საშუალო ღირებულება 1-დან 5 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს და ამ ტიპის იახტების შენახვა დაახლოებით 200,000 ევრომდე ჯდება, ეკიპაჟის და საწვავის ჩათვლით.

კომპანია Boat International-ის განცხადებით, იახტების გაყიდვების 50% აშშ-ზე მოდის. წელს სამი ყველაზე ძვირად ღირებული იახტა გაიყიდა: იახტა Solo, რომლის ღირებულებამაც 54 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, Elixir - 33.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი და Lady Sheridan – 24.7 მილიონი ფუნტი სტერლინგი.

BBC-ი წერს, რომ სავარაუდოდ ყველაზე ძვირად ღირებული იახტის მფლობელი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მისი იახტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები