მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პანდემიის გავლენით ყველაზე მეტი კომპანია სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში დაიხურა

5fa1675bedf05
ანუკა ჯოხაძე
03.11.20 18:23
1325
საქმიანობა-შეჩერებული კომპანიების 23% სამშენებლო პროდუქციის, მშენებლობისა და უძრავი ქონების მიმართულებით მომუშავე კომპანიებზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის საინფორმაციო პორტალმა BIA-ამ მიაწოდა.

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, იმ კომპანიების რაოდენობაში, რომლებმაც საქმიანობა სრულად ან დროებით შეაჩერეს მეორე ადგილს პროცენტული რაოდენობით კვების პროდუქტების გატეგორია (21%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილს სადისტრიბუციო კომპანიები (8%). ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებსაც და საქმიანობის განხორციელება უჭირთ კაფეებსა და რესტორნებსაც.

სექტორები, სადაც ყველაზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა: 

- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება - 23%
- კვების პროდუქტები - 21%
- დისტრიბუცია - 8%
- რესტორნები, ბარები - 7 %
- ტურიზმი - 7%
- ტრანსპორტი და გადაზიდვები - 6%
- საოფისე და საოჯახო საქონელი - 6 %
- მედიცინა, სილამაზე და სპორტი - 6 %
- ხოლო კომპანიების დანარჩენი 16% სხვა კატეგორიებში გადანაწილდა

სტატისტიკა მოიცავს პირველი მარტიდან 2 ნოემბრამდე პერიოდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები