პანდემიის მიუხედავად, ინდოეთის მილიარდერთა ქონება კიდევ უფრო გაიზარდა და მატებამ რამდენიმე ათეული მილიარდიც კი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კონგლომერატ Reliance Industries-ის თავმჯდომარის მაკეშ ამბანის ქონებამ 80 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 15 მილიარდი აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მაკეშ ამბანს ბევრად არ ჩამორჩება Adani Group-ის დამფუძნებელი გაუტამ ადანი, რომლის ქონებაც გასულ წელს 13 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 55 მილიარდი აშშ დოლარს გაუტოლდა.
ეს ორი ადამიანი, ყველაზე მდიდრების ჩამონათვალში პირველ და მეოთხე ადგილებს იკავებენ აზიის მასშტაბით, შესაბამისად მათი ქონება ზოგიერთი ქვეყნის მშპ-საც კი აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ღარიბი ადამიანების რაოდენობა 75 მილიონით გაიზარდა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს და ლოქდაუნებს უკავშირდება. ჯამში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის რაოდენობამ 230 მილიონი შეადგინა. გამოცემა წერს, რომ სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანების შემოსავალი დღეში 5 აშშ დოლარზე ნაკლებია.