მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში სამხედრო დანახარჯების მოცულობა გაიზარდა - ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს?

6087fb1b7bbbf
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.21 22:00
757
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევითი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მსოფლიოში სამხედრო სფეროში დახარჯული თანხების მოცულობა 2.6%-ით გაიზარდა და $1.98 ტრილიონი შეადგინა, რაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ანგარიშის მიხედვით, სამხედრო სფეროში ყველაზე დიდი ხარჯები აშშ-მა, ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გასწიეს. მხოლოდ ამ ხუთ ქვეყანაზე სამხედრო სფეროში, ერთი წლის განმავლობაში გაღებული გლობალური ხარჯის 62% მოდის.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევითი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, აშშ-მა 778 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა გასულ წელს, რაც 2019 წელთან შედარებით 4.4 პროცენტით მეტია.

რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყანამ სამხედრო სფეროზე 2020-ში 252 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის ხარჯები 2019 წელთან შედარებით, 1.9%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების ნაწილმა მაგალითად როგორიც არის ჩილე და სამხრეთ კორეა სამხედრო სფეროსთვის გათვალისწინებული თანხები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები