მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის მიუხედავად ვცდილობთ ფასები არ გავზარდოთ, თუმცა, არ ვიცით ამას როდემდე მოვახერხებთ“ – „სადაფი“

615743243087e
მარიამ იზორია
01.10.21 21:44
477
ნატურალური თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი ბრენდის „სადაფის“ თანადამფუძნებელი bm.ge-სთან პანდემიის გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისევე როგორც ბევრ მცირე ბიზნესზე, პანდემიამ „სადაფის“ საქმიანობაზეც იქონია გავლენა.

ანა ნიჟარაძის თქმით, გარდა საცალო გაყიდვებისა, სტარტაპი სხვადასხვა სალონთან და სპა სალონებთან თანამშრომლობს, შესაბამისად, ამ სექტორში არსებული რეგულაციები და შეზღუდვები მათ მცირე ბიზნესზეც აისახა. ამასთან გაძვირდა პროდუქცია, რომელსაც ბრენდი წარმოების პროცესში იყენებს.

„პანდემიამ, რა თქმა უნდა, გავლენა ჩვენს საქმიანობაზეც იქონია, საცალო გაყიდვების გარდა, ჩვენ სხვადასხვა სალონებთან და სპა სალონებთან ვთანამშრომლობთ, შესაბამისად, ყველაფერი ჯაჭვურად არის დაკავშირებული, როდესაც მცირდება მათი მუშაობა. შესაბამისად ეს ჩვენზეც აისახება, ასევე პანდემიის პერიოდში იმ ინგრედიენტებისა და მასალების ფასები გაიზარდა, რომლებსაც პროდუქციის დასამზადებლად ვყიდულობთ, ჯერჯერობით ვცდილობთ ფასები შევინარჩუნოთ და არ გავზარდოთ, თუმცა, როდემდე მოვახერხებთ ამას, არ ვიცი“ - განმარტავს ანა ნიჟარაძე.

ცნობისთვის, ქართული ბრენდი "სადაფი" უკვე მესამე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები