მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის პერიოდში წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა“ - “Book Mark წიგნები ვაკეში“

61573e109d753
მარიამ იზორია
01.10.21 23:00
465
პანდემიის პერიოდში წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ “Book Mark წიგნები ვაკეში“ დამფუძნებელმა ისაუბრა. მარიამ კიკაჩეიშვილის თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანებს მეტი თავისუფალი დრო დარჩათ და ცდილობენ, ეს დრო წიგნით შეავსონ.

„შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდში წიგნებზე მოთხოვნა გაიზარდა, ეს იმით აიხსნება, რომ ადამიანებს სახლში დარჩენა მოუწიათ, მეტი თავისუფალი დრო დარჩათ და ეს დრო რაღაცით უნდა შეევსოთ, გაჯეტები ამას კარგად ვერ აკეთებენ, რადგან წიგნთან ცოცხალი ურთიერთობა გაქვს, გაჯეტში ყველაფერი უკვე მზად გხვდება, წიგნი კი წარმოსახვის არეალს გიფართოებს, ამიტომ ამ პერიოდში ადამიანები წიგნებს დაუბრუნდნენ“, - ამბობს მარიამ კიკაჩეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები