მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიის შემდეგ ასეთი წელი არ გვქონია... ტოპ ვიზიტორები რუსები იყვნენ“- შალვა ალავერდაშვილი

შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ განთავსების სექტორისთვის მიმდინარე წელი რეკორდულია. შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, თბილისის სასტუმროებში მაისიდან მოყოლებული დატვირთულობა 90%-ზე ნაკლები არ ყოფილა, რაც წინა წლებთან შედარებით ძალიან კარგი მაჩვენებელია.

მისი თქმით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორები რუსეთიდან იყვნენ. ასევე, 100%-ზე მეტით გაიზარდა ტურისტების ნაკადი ჩინეთიდან, რამაც შალვა ალავერდაშვილის თქმით, გაზაფხულზე, კერძოდ მარტ-აპრილში, არსებული ჩავარდნა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნაკადების შემცირება დააბალანსა, თუმცა მისი თქმით, ჩინური ბაზრის 85%-ს ჯერჯერობით დაბალმხარჯველუნარიანი სეგმენტი შეადგენს.

მთლიანობაში, მისი შეფასებით, სექტორი წელს საკმაოდ დადებითი ფინანსური და საოპერაციო შედეგებით დახურავს.

“მაისის მეორე ნახევრიდან დაწყებული, ძალიან დადებითი წელი გვაქვს. ასეთი წელი პანდემიის მერე არ გვქონია. რომ არ ყოფილიყო მარტი, აპრილი, თებერვლის შუა რიცხვებამდე ჩავარდნა, რეკორდული წელიწადი იქნებოდა, თუმცა მაისიდან დღემდე საკმაოდ მაღალია დატვირთვა, საკმაოდ მაღალია ADR-იც და დატვირთვის კოეფიციენტიც დღემდე საკმაოდ მაღალი რჩება. რაც შეეხება უკვე ნოემბერსა და დეკემბერში, რა თქმა უნდა, ADR ვერ იქნება იმხელა, რაც იყო სეზონის პერიოდში, თუმცა ამ პერიოდზეც გვაქვს დადებითი მოლოდინები და დადებითი ჯავშნები წინა წლებთან შედარებით.

წლევანდელი წლის ტოპ ვიზიტორები იყვნენ რუსები. ყველაზე მეტად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან. ყველაზე მეტად დაგვაკლდა სტუმრები სპარსეთის ყურიდან იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იქ ხდება, თუმცა დანაკლისი რუსებმა შეავსეს. 100%-ზე მეტადაც არის გაზრდილი ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა. ამ ტურისტებმა დააბალანსეს ის ჩავარდნა, რაც გვქონდა მარტი-აპრილის შუა ნახევარში",- აცხადებს “საქმის კურსთან” ინტერვიუში ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები