მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პანდემიის შემდეგ ფასები საშუალოდ 15-20%-ით გავზარდეთ" - ”ლაგვანის მარანი”

63173f6561ee5
ლიკა გურაბანიძე
10.09.22 19:00
694
“ჩვენთან ფასი პანდემიის შემდეგ საშუალოდ 15-20%-ით გაიზარდა", - ამის შესახებ BM.GE-ს ახმეტაში მდებარე გასტროტურისტული კომპანია ”ლაგვანის მარნის” დამფუძნებელმა სანათა წიწუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი როგორც საკვები პროდუქტები, ასევე გაძვირებული კომუნალური გადასახადებია.

“ფასების კორექტირება აუცილებელი გახდა, რადგან სხვაგვარად სივრცე სტუმრების მიღებას და არსებობას ვეღარ შეძლებდა. ასევე, შემოსავალი აღარ გვქონდა. შედეგად, ფასების კორექტირება მოგვიწია, თუმცა ამას მომხმარებლების რაოდენობა არ შეუმცირებია, რადგან ძირითადად უცხოელებს ვმასპინძლობთ და ისინი მეტად მხარჯველუნარიანები არიან", - განმარტა  წიწუაშვილმა.

“ლაგვანის მარანზე” მოთხოვნა წელს ძირითადად ისეთი ქვეყნებიდანაა, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი და აშშ. ბიზნესმენი ევროპიდან და ამერიკიდან დიდ ინტერესს ბოლო წლების განმავლობაში  ქართული სამზარეულოს და ღვინის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცნობადობის გაზრდას უკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები