მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის შემდგომ ხელფასი დაახლოებით 20-25%-ით გავზარდეთ - "ბარბარესთან"

641ed39c1813a
ლიკა გურაბანიძე
25.03.23 19:54
621
პანდემიის შემდგომ ხელფასები მინიმუმ 20-25%-ით გავზარდეთ, თუმცა ვიცი, რომ ეს ის თანხა მაინც არ არის, რაც თანამშრომელმა უნდა აიღოს. ამის შესახებ bm.ge-ს რესტორან “ბარბარესთან” დამფუძნებელმა ზვიად ქურასბედიანმა განუცხადა.

რესტორნის მფლობელის თქმითვე, როგორც კი ბიზნესში ბრუნვა გაიზრდება და ინფლაცია შედარებით იკლებს, თანამშრომლების ხელფასი კვლავ გადაიხედება.

“კოვიდის შემდგომ ინფლაცია მაღალი იყო და რესტორან “ბარბარესთან” თანამშრომლებისთვის ხელფასების მატება აუცილებელი გახდა. ვფიქრობ, ხელფასი კიდევ უნდა გავზარდო. კმაყოფილი თანამშრომელი მირჩევნია, რადგან ის ყოველთვის ნაყოფიერია საქმეში. ტურისტულმა ნაკადებმა მოიმატა და წელსაც უკეთესი პროგნოზია. როდესაც ბრუნვა და სტუმართა ნაკადები გაიზრდება სავარაუდოდ, მაშინ თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატება კიდევ ერთხელ მოხდება. რესტორანში მომსახურებაზე ფასს ვერ ვზრდით, რადგან ინფლაცია ხალხს პირდაპირ ეხება. თუ ამ ვითარებაში ხელფასს ისევ გავზრდი ბიზნესი გაკოტრებაზე წავა”, -ამბობს რესტორნის მეპატრონე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები