მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პანდემიურმა წელმა ბრუნვა 40%-ით შეგვიმცირა” - Coffeesta

60ab64657ddc3
ლიკა გურაბანიძე
25.05.21 10:10
839
“პანდემიურმა წელმა ბრუნვა 40%-ით შეგვიმცირა,” - ასე აფასებს გასულ წელს Coffeesta-ს ქსელის დამფუძნებელი მიხეილ ფარულავა. როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რეკორდულად შემცირდა ყავის ამერიკული და ევროპული მარაგები, რადგან ყველამ პანიკური შესყიდვები დაიწყო.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ფარულავას თქმით, ბიზნესი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობასთან ერთად სხვა სახის პრობლემების წინაშეც დგას.

“იმპორტდამოკიდებულები ვართ და მთავარი პრობლემა ლარის კურსის არასტაბილურობაა, ჩვენ ნედლეული და შესაფუთი მასალა უცხოეთიდან ჩამოგვაქვს, ამას გაძვირებული კომუნალური გადასახადები და საიჯარო-სასესხო ვალდებულებებიც ემატება. იძულებულები გავხდით, ფასებისთვის გადაგვეხედა, რაც კარგი არ არის, რადგან ტვირთად ადგილობრივ მოსახლეობას აწვება. ყავის ინდუსტრია ტურიზმის გარეშე ძალიან რთულად წარმოსადგენია მაშინ, როდესაც 30% სწორედ ტურიზმზე მოდიოდა. იმედს ვიტოვებ, რომ ივნის-ივლისიდან ქვეყანაში ტურიზმი მეზობელი ქვეყნებიდან მაინც შედარებით გააქტიურდება,” - აღნიშნა ფარულავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები