მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pandora საიუველირო ნაწარმში ნატურალურ ბრილიანტებს აღარ გამოიყენებს

60913cbe7510e
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.21 22:24
1166
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი საიუველირო ნივთების მწარმოებელი ბრენდი Pandora აცხადებს, რომ წარმოებაში ნატურალურ ბრილიანტებს აღარ გამოიყენებს და მას ლაბორატორიაში შექმნილი ანალოგით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის განმარტებით, ნატურალური ბრილიანტების ჩანაცვლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ღირებულებაა. როგორც Pandora-ს აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ლაციკი აღნიშნავს, ბევრად ნაკლებ ფასად ვიზუალურად და ხარისხობრივად იგივე პროდუქტის შეთავაზებაა შესაძლებელი.

BBC-ის მიხედვით, ხელოვნური ბრილიანტის წარმოება გასულ წელს დაახლოებით 6-7 მილიონ კარატამდე გაიზარდა, ხოლო ნატურალური ბრილიანტის მოპოვება 152 მილიონი კარატიდან 111 მილიონ კარატამდე შემცირდა. ბრილიანტის მოპოვებამ განსაკუთრებით დაიკლო რუსეთში, კანადაში, ბოტსვანასა და ავსტრალიაში.

Pandora-სთვის ხელოვნური ბრილიანტები დიდ ბრიტანეთში მზადდება და შესაბამისად მათი გაყიდვაც ბრიტანეთიდან დაიწყება. იმ სამკაულების ფასი, სადაც ხელოვნური ბრილიანტია გამოყენებული 250 ფუნტი სტერლინგიდან დაიწყება.

ალექსანდრე ლაციკის განმარტებით, კომპანიის ვარაუდით, ბრილიანტიანი სამკაულების გაყიდვების წილი კომპანიის მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზრდება შედარებით დაბალი ფასის გამო. აღსანიშნავია, რომ ბრენდი წელიწადში დაახლოებით 100 მილიონამდე სამკაულს ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები