“პანექსი” - პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების პირველი მწარმოებელი საქართველოში
BM.GE
23.02.23 08:47
• 378
საქართველოში პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების, პირველ მწარმოებელი "პანექსი" 2015 წელს დაარსდა. კომპანია კედლის და სახურავების სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებს და მაცივრის კარებებს აწარმოებს. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა , კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ Panex-ი ერთადერთია, რომელიც კედლისა და სახურავების პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს, აქსესუარებსა და მაცივრის კარებს საქართველოში აწარმოებს. ადგილობრივი წარმოების ზრდასთან ერთად, კომპანია აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებითაც, ადგილობრივი წარმოების 25% ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის.