მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PANEX-ი საერთაშორისო გამოფენა Chillventa 2026-ზე საქართველოს პირველად წარადგენს

ქართული კომპანია "პანექსი", რომელიც პოლიურეთანის PIR და PUR სენდვიჩპანელებს, სამაცივრე კამერებსა და სამაცივრე კარებებს აწარმოებს, გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში - "ჩილვენტა 2026" -ში მონაწილეობს. ღონისძიება სამაცივრე ტექნოლოგიებს, კონდიცირების სისტემებსა და თბოიზოლაციის თანამედროვე გადაწყვეტილებებს ეძღვნება. ასეთი მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობა კომპანიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. "პანექსს" ეს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობები, საკუთარი პროდუქცია პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინოს, დარგის წამყვან წარმომადგენლებთან გამოცდილება გაცვალოს და ქართული პროდუქციის ექსპორტის განვითარების ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. აღსანიშნავია, რომ "პანექსი" თანმიმდევრულად ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. კომპანიამ ახლახან დაასრულა საწარმოო ხაზის განახლება და გახდა პირველი მწარმოებელი საქართველოში, რომელმაც PIR სენდვიჩპანელების წარმოება დაიწყო. შესაბამისად, ბაზარს უკვე წარედგინა ახალი პროდუქტი -1190 მმ სიგანის PIR სენდვიჩპანელი, ახალი TrueFix საკეტით. პროდუქცია მაღალი თბოიზოლაციური მახასიათებლებით გამოირჩევა და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა სამრეწველო შენობების, საწყობების, სამაცივრე და საყინულე კამერების, ასევე კომერციული ობიექტებისთვის.ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელმაც საწარმოო შესაძლებლობები და პროდუქციის ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გააფართოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები