კომპანია „პანექსი“ გაფართოებას და თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირებას განაგრძობს. ადგილობრივმა მწარმოებელმა განახლებული საწარმოო ხაზი ოფიციალურად აამოქმედა და ბაზარს ახალი თაობის პროდუქტი - PIR სენდვიჩპანელები წარუდგინა. ეს არის ენერგოეფექტური ინოვაცია, რომელიც ინდუსტრიულ, სასაწყობე თუ კომერციულ მშენებლობებში სრულიად ახალ, დასავლურ სტანდარტს ნერგავს. რა ეტაპზე გადადის საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოება და კიდევ რა სიახლეებს სთავაზობს "პანექსი" ბაზარს?






























