მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პანკისის ხეობაში გახარიას მოადგილე ჩავიდა - რა შესთავაზა საბანაძემ მოსახლეობას?

5cbc1ff03bc77
თელარა გელანტია
21.04.19 11:42
852
პანკისის ხეობაში შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე ჩავიდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პანკისის ხეობაში ხადორი 3-ის მშენებლობა შეჩერდა.

ამასთან, მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და მოლაპარაკება შესთავაზა.

„ვინც კანონს დაარღვევს, ყველა დაისჯება. პოლიციელები უკანონო ქმედებას არ ჩაიდენენ. მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ მშვიდობა; პოლიციელები მოწადინებულები არიან, რომ დაიცვან კანონი. გამოყავით თქვენი წარმომადგენელი, ჩავიდეთ თელავში და მოვილაპარკოთ. ხედავთ, რომ მუშაობა შევაჩერეთ; გეუბნებით, დავჯდეთ და დავილაპარკოთ. ჩვენთვის თქვენი ინტერესი არის მნიშვნელოვანი. ჩვენი ინტერესია, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი და ასევე, ინვესტორების ინტერესები იყოს დაცული“, - მიმართა მინისტრის მოადგილემ მადგილობრივებს.

პანკისელები კახა საბანაძის შეთავაზებას დათანხმდნენ. 7 ადგილობრივი თელავში მინისტრის მოადგილეს გაჰყვა.

უცნობია, ვის უნდა შეხვდნენ პანკისის ხეობელები თელავში.

ხეობაში დარჩენილი ადგილობრივები კი, აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.

„სიკვდილი გვირჩევნია. ჰესს არ ავაშენებინებთ“, - აცხადებს მოსახლეობა.

ხეობაში რჩებიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის: დღეს, პანკისის ხეობაში კომპანიებმა „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყეს, მაგრამ ადგილობრივების პროტესტის გამო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. ადგლობრივების თქმით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები