მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

5cbc11b63a843
BM.GE
21.04.19 10:43
798
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას ხმაური მოჰყვა.

ამ წუთებში დაპირისპირებაა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის. ისინი სოფელ ბირკიანში შეირკიბნენ და ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებენ.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მთავრობის წევრების ვიზიტის დროს, მინისტრები ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება რის უფლებსაც არ მისცემენ.

ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრევულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები