მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პანკისში მიღწეულია მშვიდობა და ვინც ამაზე ნავთის დასხმას შეეცდება, ქვეყნისთვის კარგ საქმეს არ გააკეთებს"

5cfa7877545df
BM.GE
07.06.19 18:42
1224
„პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში. საკითხი აღმოიფხვრა, მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ განვითარდეს პანკისში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ იქნება ჰესების ნაწილიც. ასეა თუ ისეა, მიღწეულია მშვიდობა და ნებისმიერი, ვინც ეცდება ამაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს და არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს" - ასე უპასუხა ნათია თურნავამ გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ იხევს მთავრობამ უკან იქ, სადაც პოლიციის მანქანებს წვავენ და არა იქ, სადაც მოქალაქეები კანონმორჩილად იქცევიან.

„მთავრობა ყოველთვის დაიცავს უსაფრთხოებას ყველგან, სადაც საჭიროა, მათ შორის პანკისში და მოგიწოდებთ, ასეთი შემთხვევების შეფასებისას ვიყოთ ძალიან კორექტულები" - განაცხადა ნათია თურნავამ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები