ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები. დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ელექტროგადამცემი ხაზები.
მათივე განცხადებით, პანკისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მერიის მუდმივმოქმედი კომისია ზარალს ითვლის.