მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანკისში უალკოჰოლო ლუდის წარმოება იწყება

5f4967e0c7280
თამუნა ქემერტელიძე
29.08.20 09:20
1403
პანკისში უალკოჰოლო ლუდის წარმოება იწყება. საუბარია, ასკილისა და კუნელის გაუფილტრავ ლუდზე, რომელიც ბაზარზე შედეგი კვირიდან გამოჩნდება. უალკოჰოლო ლუდის წარმოება პანკისის ხეობაში მცხოვრებმა შენგელი ტოხოსაშვილმა გადაწყვიტა და ჯამში საწარმოში 100 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

“21 ათასი ლარი "ახალგაზრდა მეწარმის" პროექტის ფარგლებში მომცეს, შენობა მე თვითონ, ჩემი სახსრებით ავაშენე, დანარჩენი კი USAID -მა დამიფინანსა”-აცხადებს ტოხოსაშვილი.

რაც შეეხება წარმადობას, ტოხოსაშვილი ამბობს, რომ დღეში მათ 200 ლიტრის ლუდის დამზადება შეუძლიათ, რომელიც პანკისის ხეობის გარდა , კახეთსა და რუსთავში გაყიდიან . "სამომავლოდ ვგეგმავ, რომ რეალიზაციის არეალი გავაფართოვა, საუბარია თბილისისა და ქვემო ქართლის ბაზრებზე“-ამბობს ტოხოსაშვილი.

რაც შეეხება ლუდის სახელწოდებას, ის ქართულ ბაზარზე “ქისტურის” სახელით 1 და 2 ლიტრიან ბოთლებში გაიყიდება და მისი ფასი 1,50 თეთრიდან დაიწყება.

ცნობისთვის; ამ დროისთვის საწარმოში 4 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ტოხოსაშვილი Bm.ge -თან საუბარში ამბობს, რომ დასაქმებულთა რიცხვი წარმოების ზრდის პარალელურად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები