მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პანორამა თბილისის და შეკვეთილის სასტუმროები Marriott-ის ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან

573f0f5105508
BM.GE
20.05.16 17:18
7124
სასტუმროების ქსელ "მარიოტსა" და თანაინვესტირების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში მშენებარე ორი სასტუმროსა და შეკვეთილში მშენებარე სასტუმრო-სპა კომპლექსის გაერთიანება მარიოტის ბრენდის ქვეშ მოხდება. პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში Marriott სოლოლაკის მაღლობსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმროებს გააერთიანებს.
 
""მარიოტი" დაინტერსდა ქვეყანაში ნახევარ მილიარდიანი პრექტით რაც მიმართულია ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზე. საქართველოში შემოდის Marriott-ის უმაღლესი კატეგიორიის ბრენდი Autograph Collection, რომელიც მსოფლიოს პრესტიჟულ სამეულში შედის და ეს ნიშნავს რომ ქვეყანა სულ უფრო აქტუალური ხდება საქმიანი წრეებისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც ბრენდი ერთდროულად სამ სასტუმროში შემოდის", - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის ცნობით, პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $365 მილიონი ამერიკული დოლარია. სასტუმროების მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ იქმნება 1200 მუდმივი სამუშაო ადგილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები