ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ბიზნეს-ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისგან ბიზნესი თავს იმიტომ იკავებდა, რომ „ცეცხლზე ნავთის დასხმა არ გამოსულიყო“. ამის შესახებ ხაზარაძემ bm.ge-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბატონო ლაშა, უკვე მეოთხეა თვეა „თიბისი ბანკის“/მამუკა ხაზარაძის საქმეზე გვესმის შეფასებები, კომენტარები, ანალიზი ყველასგან, მაგრამ ნაკლებად ან იშვიათად ბიზნესმენებისგან. როგორ ფიქრობთ, რა ხდება დღეს მამუკა ხაზარაძის თავს?
პირველ რიგში, ამაზე მაინც შევთახმდეთ, რომ „თიბისი“ ამოვაგდოთ ამ თემიდან, რადგან ეს აუცილებელია და დავამშვიდოთ სიტუაცია, ესაა მნიშვნელოვანი. ასეთი რაღაც ყველგან ხდება. ჩვენი ვალი რა არის - ჩვენი, ბიზნესმენების და თქვენი - ჟურნალისტების ვალია, რომ მოხდეს საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. ამდენად, ვიღაცამ რაღაც თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს, ეს არ გვაწყობს, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. მე მგონი, დამშვიდდა სიტუაცია. ჩვენ თავს ვიკავებდით შეფასებებისგან, როცა პიკში იყო მისული და კიდევ ჩვენი დამატება ცეცხლზე ნავთის დასხმა რომ არ გამოსულიყო. ვფიქრობ, მოგვარდება ეს საკითხი... რამდენჯერმე ბიზნეს ასოციაციამ განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრს შევხვდით და რასაც შეგვპირდა ბანკთან დაკავშირებით, მათ ყველაფერი შეასრულეს...
პრემიერმა რა შეასრულა?
ბანკთან დაკავშირებით...
ბანკთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი და „თიბისი ბანკი“ მორიგდნენ, საუბარია სებ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე...
მთავარი იყო ის, რომ ბანკს არ დამუქრებოდა რაიმე. ეს იყო პირველი მიღწევა, რომ ბანკი მოიხსნა თემიდან და შევთანხმდით, რომ ბანკი არაფერ შუაში არაა. ეროვნული ბანკიც ედავება პიროვნებებს.
პიროვნებებს ედავება?
ჰო, ბადრის (ჯაფარიძე) და მამუკას (ხაზარაძე) ედავება გადაცდომებში. ინსტიტუტს არაფერი დაურღვევია.
ისინი ბანკს წარმოადგენენ...
თვითონ ინსტიტუტს არაფერი დაურღვევია... კაპიტალის ადეკვატურობის საკითხები იყო და ზუსტად არ ვიცი, როგორ მოიძიეს თანხა გარეშე პირებისგან, მაგრამ კაპიტალში ჩადეს...
ისე როგორც ყოფილი ბანკირი იმ ცნობილ 2008 წლის ტრანზაქციას როგორ შეაფასებდით?
ვერაფერს სახიფათოს მანდ ვერ ვხედავ.
მითუმეტეს ფულის გათეთრებას?
გათეთრებაზე ყველანი ვთანხმდებით, რომ არ იყო, მაგრამ ის ოპერაცია, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა, ამაშიც ვერაფერ საფრთხეს ვერ ვხედავ - იყო კაპიტლის საჭიროება, ისესხეს და ჩადეს. ვინ იცოდა და ვინ არ იცოდა, მეორე ხარისხოვანია ჩემთვის, რადგან ოპერაცია იყო სწორი.

























