მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Paradise Papers: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საგადასახადო სამოთხეები

5a00112402794
BM.GE
06.11.17 11:36
1135
ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICJI) ოფშორული კომპანიების და მასთან პოლიტიკოსების კავშირის შესახებ 13,4 მილიონი დოკუმენტი მოიპოვა.

პროექტზე 381 ჟურნალისტი და 96 მედია ორგანიზაცია მუშაობდა მსოფლიოს 67 ქვეყნიდან.

გამოძიების ძირითადი მასალები

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელიზაბეტ II-ის პირადი ქონებიდან 13 მილიონ დოლარზე მეტი ოფშორშია განთავსებული. დედოფალმა თანხა კაიმანისა და ბერმუდის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ფონდებში განათავსა. ამ ინვესტიციაში არალეგალური და უკანონო არაფერია, თუმცა ICJI-ის ჟურნალისტების მთავარი კითხვა იმას უკავშირდება შეეძლო თუ არა მონარქს თანხის ოფშორში განთავსება. „არ არსებობს ვარაუდი, რომ დედოფალი გადასახადების გადახდას თავს არიდებდეს“, - წერს BBC, ომელიც ასევე მონაწილეობდა გამოძიებაში.

დოკუმენტების მიხედვით, ამერიკის ვაჭრობის მინისტრსს სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან“ საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს.
დოკუმენტებში საუბარია რუსული სახელმწიფო კომპანიების სოციალურ ქსელებთან კავშირებზეც. კერძოდ, ორი რუსული კომპანია საიდუმლოდ და არაპირდაპირ ათავსებდა მილიონობით დოლარს Twitter-სა და Facebook-ში.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ რუსულმა VTB Bank-მა $191 მილიონი იური მილნერთან დაკავშირებულ ოფშორულ ფონდს მისცა. მილნერი რუსი ბიზნესმენია, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობს და რომლის ბიზნესიც ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძესთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ფონდიდან შემდგომ თანხა Twitter-ის დაფინანსებაზე მიდიოდა. დოკუმენტებში „გაზპრომის“ და Facebook-ის კავშირზეც არის საუბარი.
















გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები