რა ვითარებასა და მოქმედებას აქვს ადგილი მსოფლიო საფინანსო და საფონდო ბაზრებზე? რატომ არის, რომ პროფესიონალი ფინანსისტებისთვის და ბირჟაზე მოვაჭრეებისთვის ხშირად ალოგიკურია რეალობა, რომელიც მსოფლიო ბიზნესში შეიქმნა? გასული წლის ბოლოდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, ხშირად ადგილი აქვს ვითარებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკური და ფინანსური სახელმძღვანელოების ბაზისებთანაც, რომელსაც წლების განმავლობაში ვენდობით და სწორედ, ამ ეკონომიკური ლიტერატურით მივიღეთ ის ცოდნა, რაც გვაქვს. რა იცვლება და რაც მთავარია, რატომ იცვლება მსოფლიო საფონდო ბაზარი და გლობალური ეკონომიკა იმგვარად, რომ ხშირად, ეკონომიკის ლოგიკასაც არ ექვემდებარება?