მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პარაგრაფ შეკვეთილი“: საახალწლოდ 100%-ით დატვირთული ვიყავით

პარაგრაფი

„საახალწლოდ 100%-ით დატვირთული ვიყავით,“- ამის შესახებ BM.GE-სთან სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილის“ პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ირინა ადეიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საახალწლოდ სასტუმროში ღონისძიება გაიმართა, რამაც სასტუმროს სრულად დატვირთვა განაპირობა.

„საახალწლოდ, მეტწილად ქართველი სტუმრები გვყავდა, თუმცა ასევე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებიც გვსტუმრობდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ მთელი დეკემბერი აქტიურად დატვირთულები ვიყავით. ზოგადად, ჩვენ სასტუმროში 70% ქართველი სტუმრები, მათ შორის ბევრი განმეორებითი სტუმარი გვყავს, ხოლო დანარჩენი სტუმრები, მეზობელი ქვეყნებიდან გვყავს. მათ შორის ისრაელიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ამასთან საუდის არაბეთიდან და დუბაიდანაც. გარდა ამისა, პოზიტიური ცვლილებებია ევროპელი სტუმრების კუთხითაც, რომლების მიმართულებითაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, რათა მათი რაოდენობა ჩვენს სასტუმროში გაიზარდოს, მაგრამ ყველაფერი მაინც ფრენებზეა დამოკიდებული,“- აცხადებს ადეიშვილი.

მისივე ცნობით, სასტუმრო ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად გარკვეული სიახლეები ხორციელდება. მიმდინარე წელსაც სიახლეებია დაგეგმილი, ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით, რის დაგეგმვაზეც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება.

ინფორმაციისთვის, „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ საერთაშორისო ბრენდის Autograph Collections-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში. პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ მომხმარებელს 220 ნომერს კერძო აივნებითა ზღვის ხედებით სთავაზობს. ოთახების მოცულობა კი 170 კვადრატულ მეტრამდე ადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები